|
2016-10-26 11:47:14, 607 ნახვა
საზოგადოება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაზე ვაკეში 2 მლნ. 52 500 ლარი დაიხარჯა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაზე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონში 2 მლნ. 52 500 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ვაკის რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ კი, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 50 მისამართზე შეკეთდა (გარემონტდა, დაახლოებით, 12 142 კვ. მ. ფართობის ბრტყელი სახურავი და 12 513 კვ. მ. ფართობის ქანობიანი სახურავი), 65 მისამართზე განხორციელდა ლიფტის რეაბილიტაცია, 66 მისამართზე შეკეთდა შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, 21 მისამართზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავის წყალსაწრეტ მილებს, სადარბაზოს რემონტი 31 მისამართზე გაკეთდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე, ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენა, სადარბაზოს კარის დამზადება და მონტაჟი კი 15 მისამართზე განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონის მასშტაბით კორპუსებში ასევე შეკეთდა საერთო სარგებლობის კიბეები - 13 მისამართზე, სადარბაზოს სენსორული განათება დამონტაჟდა 6 მისამართზე. გარდა ამისა, განხორციელდა 2 კორპუსის კაპიტალური გამაგრება. ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას და ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 35 მისამართზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შესახებ ჩატარდა. (NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)