23:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 10:01:01, 625 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა.

ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

ნარმანიას თქმით, დიდი ზომის ხეები დაირგვება  და აღდგება დაზიანებული კორომები.

ნარმანიამ  ასევე აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში დარგული ხეების თითქმის 90%-მა გაიხარა, ხოლო იმ ნაწილს, რომელიც გახმა,  კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩააცვლებს.

„ვერეს ხეობაში, სადაც ჩვენ  დიდი ზომის  4 700 ერთეული ხე დავრგეთ, დიდმა ნაწილმა გაიხარა.  დარგის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ დარგული ხეების, დაახლოებით, 80% გაიხარებდა. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი სურათი - უპრეცედენტო მოვლის პირობებში,  გაიხარა დარგული მცენარეების, თითქმის,  90-მა პროცენტმა. ნერგებს, რომლებიც გახმა, კონტრაქტორი კომპანია ნოემბრის პირველ ნახევარში ჩაანაცვლებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics