21:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 16:25:41, 875 ნახვა

საზოგადოება
ქართველმა მეხილე ფერმერებმა ჰოლანდიაში სასწავლო კურსი გაიარეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ხილის წარმოების ჯაჭვის გაუმჯობესება“ ფარგლებში, ქართველმა ფერმერებმა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ვაგენინგენის უნივერსიტეტში მეხილეობის დარგში ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოში მეხილე ფერმერებისთვის სასწავლო კურსის გავლას ითვალისწინებს, რომლის პირველი ეტაპიც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე განხორციელდა. 

უწყების ინფორმაციით, სასწავლო კურსის მონაწილეები ვაგენინგენის უნივერსიტეტში ხილის მოყვანის მიმართულებით არსებულ მსოფლიო გამოცდილებას და თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაეცნენ, ინტენსიური ბაღის გაშენება-მოვლის მეთოდების, ნიადაგის დამუშავების, ხეხილის ახალი ჯიშების,  სხვლა-ფორმირებისა და  მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით პრაქტიკული სწავლება გაიარეს და სალექციო კურსი მოისმინეს.

სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა  ვაგენინგენის უნივერსიტეტის რანდვიკის მეხილეობის სადგური, სანერგეები და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, გაეცნენ მაღალხარისხიანი უვირუსო ნერგისა და საძირეების  წარმოების  ახალ  მიდგომებს, ხილის კრეფის, დახარისხებისა და პირველადი  სასაქონლო დამუშავების ხერხებს, ასევე  შენახვის  თანამედროვე   სამაცივრო  სისტემებსა და მეთოდებს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics