|
2016-10-21 12:52:06, 921 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლის ოპერატორები მომხმარებლებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას შეძლებენ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, იუსტიციის სახლსა და „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტორუამ და „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა მოაწერეს. იუსტიციი სახლი იწყებს პროექტის-„პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა მომხმარებლებისთვის“ განხორციელებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. 19 ფილიალის 50-მდე თანამშრომელი შესაბამისი უნარების შესწავლის შემდეგ, იუსტიციის სახლში მისული მომხმარებლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების გაწევას შეძლებს. „ვფიქრობთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. ასევე ვგეგმავთ ამ პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში განხილვას. აუცილებლად ჩატარდება გამეორებითი ტრენინგები. წარმატებული თანამშრომლები მიიღებენ სერტიფიკატებს და მომავალში ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ ამ პროექტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“,-განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა. როგორც აღინიშნა, პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის იუსტიციის სახლში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს გადაუდებელი სამედიცინო დამხარება დასჭირდა. შესაბამისად, გადაწყდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის 50-მდე თანამშრომლის გადამზადება და მათთთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება. სასწავლო კურსის ჩატარებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრი უზრუნველყოფს. „აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეროვნულ სასწავლო ტრენინგ ცენტრში იუსტიციის სახლის 50 თანამშრომელი გაივლის ტრენინგს გადუდებელ სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისუტიციის სახლის თანამშრომლებმა შეძლონ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ჩვენი მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა“,-აღნიშნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ტორუამ. ტრენინგს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანსებს. „იუსტიციის სახლი საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია ბოლო 20 წლის მანძილზე. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა და მათი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. სახლი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ადამიანს ემსახურება, რა თქმა უნდა, საჭიროებს თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლიათ პირველადი დახმარება გაუწიონ მომხარებლებს და სასწრაფოს მოსვლამდე შეიძლება მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი მოახერხონ“,-განუცხადა ჟურნალისტებს „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით იუსტიციის სახლი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოქალაქეების წინაშე სოციალურ პასუხისმგებლობასაც იღებს, რადგან იუსტიციის სახლის თანამშრომლები შეისწავლიან, როგორ არმოუჩინონ პირველი სამედიცინო დახმარება ადამიანებს, თანაც არა მხოლოდ სამუშაო საათებში. იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორების ტრენინგები 22 ოქტომბერს დაიწყება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.
(NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)