|
2016-10-21 11:36:07, 687 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესში მონაწილეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ დანიელ სედარ სენგორის პირადი მიწვევით იმყოფება. კონგრესს ესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, დელეგაციები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ნოტარიუსთა კონგრესი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟან ჟაკ ურვუასმა გახსნა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ, აგრეთვე, კონგრესის პრეზიდენტი ლიონელ გალიეზი, საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი დანიელ სედარ სენგორი, საფრანგეთის ნოტარიატის ხელმძღვანელი პიერ ლუკ ვოგელი და სხვები. ცნობისთვის, ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. დელეგაციების წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნოტარიუსი, როგორც სანდო მესამე მხარე მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ელექტრონული სანოტარო აქტები, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები, საერთაშორისო მემკვიდრეობის ევროპული რეგულაციები. მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა და დებატები, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების გარშემო, განიხილონ საინტერესო პრაქტიკული მაგალითები. კონგრესის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველო ნოტარიუსთან საერთაშორისო კონგრესის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 250-ზე მეტ სტურმარს მიიღებს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში წევრად 2007 წლიდან შევიდა. პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრია. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ კონფერენციებსა და შეხვედრებში, მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს, ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები. 2016 წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოში პირველად ჩატარდა. (NS)
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)