22:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 14:01:33, 636 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: საზოგადოება არ დაუშვებს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, მოსახლეობას „ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვის ლეგიტიმაცია არ მიუცია.

როგორც რატიანმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობას გადასახადები აუწიოს, ასევე ქუთაისის პარლამენტი თბილისში გადმოიტანოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება მოხდეს.

„ხელოვნური და არაჯანსაღია, როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47% და სურს ამაზე მეტი, მას სურს ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც მოსახლეობას ეს ლეგიტიმაცია მისთვის არ მიუცია. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ რეფერენდუმის გარეშე ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები, საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“, - განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics