|
2016-10-18 19:03:48, 802 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე მოსწავლეთა სასახლეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ეწვია და მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ სასახლის პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა: წელს სასახლე 67-ე წლისთავს და მასწავლებელთა დღეს ტრადიციული საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას 150-მდე ადამიანი დაესწრო. სასახლის დირექტორმა თამარ მესხიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წლის მასწავლებელი და წლის მოსწავლე დაასახელა. საუკეთესო პედაგოგად დასახელდა 82 წლის კლიმენტი მეგენეიშვილი, 45 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ხოლო წლის მოსწავლედ-16 წლის პოეტი, ნიკა ფუტკარაძე, 2015-2016 წწ. სასწავლო-შემოქმედებით პროექტებში მიღწეული წარმატებებისთვის. ზურაბ პატარაძემ მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე 1949 წელს დაარსდა. 2011 წლიდან სასახლე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ფინანსდება რეგიონის ბიუჯეტიდან. სასახლე კოპლექსური დაწესებულებაა, სადაც შემოქმედებითი, სასწავლო, სახელოვნებო, ტექნიკური, ცეკვის, თეატრის და სხვადასხვა ტიპის წრეები ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 36 უფასო წრეში 1200-მდე ბავშვში სწავლობს.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)