21:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 15:29:19, 824 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს, არჩევნების მეორე ტურში იაქტიურონ.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც იგივენაირად უნდა მოიქცეს:

„მეორე ტურის თარიღი ჩანიშნულია. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს და ვუთხრა, რომ მეორე ტური არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“  პარლამენტში ჰქონდეს კომფორტული უმრავლესობა თუნდაც იმისთვის, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დაამტკიცოს, თუნდაც იმისთვის, რომ კანონები მიიღოს და მათ შორის  ორგანული კანონები მიიღოს. თუ მეორე ტურში „ქართული ოცნების“  კანდიდატებს, ვინც პირველი ტური ვერ მოიგო, არ ექნებათ წარმატება, ასეთ  შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება ის უმრავლესობა, რაც მას მისთვის სასურველ მთავრობას დაამტკიცინებდა. ამიტომაც, ნუ მოუსმენთ იმ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, რომ თითქოს საშიშია „ქართული  ოცნების“ მაღალი ხარისხით წარმატება. ყველანი უნდა მივიდეთ  მეორე ტურის არჩევნებზე, რადგან მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება. ჩვენც უნდა ვიყოთ შესაბამის ოლქებში ბოლომდე მობილიზებული  იმისათვის, რომ საბოლოო წარმატება დადგეს“,-განაცხადა წულუკიანმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღი დაასახელა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics