|
2016-10-17 15:27:42, 726 ნახვა
საზოგადოება
რესტორანი „საამო“ - შესანიშნავი ადგილი ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის!
ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ მდებარეობს თბილისის ძველ და კოლორიტულ უბანში - ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად. ეს არის მაღალი კლასის დაწესებულება, რომელიც ელეგანტური ინტერიერით, საუცხოო კერძებითა და მაღალი კლასის მომსახურებით იწონებს თავს. აქაურობას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს ტერასა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ თბილისის შესანიშნავი ხედებით და საუკეთესო დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. „დაწესებულებაში დასაქმებული ადამიანები თავისი საქმის პროფესიონალები არიან. გვყავს გამოცდილი მზარეულები, არაჩვეულებრივი ბარმენი, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი... მოკლედ, ძალიან მეგობრული გუნდია და ერთი ოჯახივით ვართ. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენი რესტორნის სტუმრები ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, ამას აღნიშნავენ ქართველებიც და უცხოელი ტურისტებიც...“ - აღნიშნავს „საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი მანანა ფიფია. „საამოში“ ევროპული და ქართული კერძების დიდი არჩევანია, ასევე, შეგიძლიათ აზიური სამზარეულოს დაგემოვნებაც... ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. გარდა აღნიშნულისა, „საამოში“ მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე, რაც აქაურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის. „ჩვენთან აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე და ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ.“ - აცხადებენ „საამოში“. რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა - უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცეკვის ან სიმღერის ფოლკორული ანსამბლის მოწვევაც. დღის განმავლობაში კი სტუმრები გემოვნებიან მუსიკას მოუსმენენ და მუსიკის ფონზე ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც. რესტორანს გააჩნია კერძების ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს. მოკლედ, „საამოში“ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარმა თავი სასიამოვნოდ და კომფორტულად იგრძნოს.
https://www.facebook.com/saamocafe/ ტელ: 558 90 91 97
(R)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)