|
2016-10-17 09:21:08, 636 ნახვა
საზოგადოება
17 ოქტომბრის სპეციალური ანონსი
17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „შნოს“ საქმიანობას გაეცნობა, რომელიც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. მის: ქინძმარაულის ქ.#5 17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. 17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის „რესპუბლიკელი“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მის: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში რიგით მეოთხე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ CinéDOC–Tbilisi-თან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი, ჟიურის წევრი ჟან-ივ ლავუარი და რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კვლევის „ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე“ პრეზენტაციას გამართავს. 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს. 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თსუ-ში VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრებიან. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზი 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერეციას გამართავს. თემა: საქალაქო სასამართლომ ,,დემოკრატიული მოძრაობის“ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა; ცვლილებები კონსტიტუციაში; საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; პრეზიდენტის არჩევის წესი; ,,ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. 17 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ,,რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტან ხმალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცვლილებები კონსტიტუციაში, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლებისთვის განკუთვნილი სერვისის ფარგლებში, პირველ მშობელს საჩუქრებს გადასცემს. მის: სანაპიროს ქ. #2 17 ოქტომბერს, 15.00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის პრესკონფერენცია ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე „სადავო ნაგებობასთან“ დაკავშირებით. 17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) 17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ბათუმის პორტში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ ერის“ შემოსვლის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ფრანგულ სამხედრო გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრება.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)