|
2016-10-16 17:40:28, 960 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის, ეს ძალიან საშიშია, რადგან ხშირად წყევლა სრულდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზე ისაუბრა. უწმინდესის თქმით, ოჯახში სიმშვიდე არ არის. როგორც ილია მეორემ ბრძანა, ხშირად შვილები მშობლებს აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ამასთან, პატრიარქის განცხადებით, არის შემთხვევა, როდესაც დედა წყევლის შვილს, რაც ძალიან საშიშია. „მრავალი პრობლემა არსებობს, მრავალი გაჭირვების წინაშე დგას კაცობრიობა და ადამიანი. ერთ-ერთი პრობლემა ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. ხშირ შემთხვევაში, წყევლა სრულდება. მინდა შეგახსენოთ, რაც იყო წარსულში- ეს არის დალოცვა შვილების მშობლების მიერ. იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობლებმა უნდა დალოცოს. ამასთან, უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი და ეს ხატი იქნება მფარველი მისი მთელი ცხოვრების. ჩემმა მშობლებმაც დამლოცეს და ეს პანაღეა, რომელიც მაქვს, ეს მათი დალოცვის პანაღეაა.ამას აქვს ძალიან დიდი ძალა. თქვენ ნახავთ, დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები და დამშივდდებიან მშობლებიც",- ბრძანა უწმინდესმა.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)