|
2016-10-16 14:27:28, 714 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ,,თბილისობის’’ ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის დელეგაციას შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიცს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქალაქებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს ტრანსპორტის და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ისაუბრეს თბილისის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე, გარდა ამისა, განიხილეს მომდევნო წელს ერთობლივი ბიზნეს ფორუმის გამართვის შესაძლებლობა. თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობა, რომელშიც თბილისის მერიაც არის ჩართული. „ზაარბრიუკენთან ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ კიდევ მრავალი საინტერესო პროექტი გვექნება, თანამშრომლობის ახალ შემოთავაზებებზე მუშაობს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ბიურო. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ახალგაზრდული პროექტები. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ ზაარბრიუკენმა, ხოლო შემდეგ ნანტმა უმასპინძლა სამი ქალაქის საზაფხულო უნივერსიტეტს თემაზე „ციფრული კულტურა“. მომავალ წელს „საზაფხულო უნივერსიტეტის“ მონაწილე ზაარბრიუკენელ და ნანტელ ახალგაზრდებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ბუნებრივია, თბილისის მერიაც ჩაებმება ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გარდა ამისა, დღესვე თბილისის მერი ანკარის საკრებულოს დელეგაციას და ერევნის ვიცე-მერს დავით ოგანიანს შეხვდა. სტუმრები თბილისს ,,თბილისობის’’ დღესასწაულთან დაკავშირებით ესტუმრნენ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)