|
2016-10-15 18:49:48, 1209 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ზაარბრიუკენი-თბილისის დაძმობილების საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ვიზიტით მყოფი დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები ღონისძიებებს ესწრებიან. თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას ზაარბრიუკენის მერთან, შარლოტე ბრიცთან ერთად დაესწრო. პრეზენტაციის პარალელურად ზაარბრიუკენი-თბილისი-ნანტის სამმხრივი დაძმობილების აღსანიშნავად ერთობლივი გამოფენა „ფოტომარათონი 2016“ გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, წიგნის ავტორი ალექსანდრე კარტოზია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, გოეთესა და ფრანგული ინსტიტუტების თანამშრომლები. დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისში ვიზიტით მყოფ დელეგაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „თბილისობის დღესასწაულზე სტუმრად გვყავს ზაარბრიუკენის მერი. ზაარბრიუკენთან, როგორც დაძმობილებულ ქალაქთან, ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის აღსანიშნავად გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტაციაზეც დღეს ვიმყოფებით. სახელმძღვანელო მოიცავს ქალაქებს შორის 40-წლიანი თანამშრომლობის ისტორიას, პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც თბილისმა და ზაარბრიუკენმა ერთობლივად განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება და კიდევ არაერთი ურთიერთსასარგებლო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი წიგნი „ზაარბრიუკენი-თბილისი 40„ თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების ისტორიას ეძღვნება. გასულ წელს ორი ქალაქის დაძმობილებიდან 40 წელი შესრულდა. ქალაქების დამეგობრების იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი ალექსანდრე კარტოზიას ავტორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.
(NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)