|
2016-10-15 18:25:35, 731 ნახვა
საზოგადოება
რიყესა და ევროპის მოედანზე „თბილისობის“ მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე გამართულ ღონისძიებებს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. რიყის პარკში „თბილისობის“ პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები. პარკში განთავსდა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე კულინარიის ქუჩა მოეწყო, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. ევროპისა და ღვინის მოედანზე ქართული ტრადიციული ბაზარი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოს და ქართული ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ჩატარდა ასევე კულინარიული გამოფენები და თემატური მასტერკლასები. ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე, 15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება. (NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)