18:08 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 18:00:31, 822 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. 

პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა. 

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მინდა მივულოცო მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ნამდვილად არის გამორჩეული დღესასწაული, რომელიც ყოველთვის იყო მთელი საქართველოს გამაერთიანებელი. ეს არის დღესასწაული, რომელიც  ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics