17:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 18:49:13, 760 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში დაკავებულთა ადვოკატის თქმით, სამი მათგანი პოლიციის განყოფილებაში ცემეს

მარნეულში გუშინ დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მოდულის შენობაში ისინი ადვოკატებმა მოინახულეს.

ადვოკატ დავით კაკოიშვილის თქმით, დაკავებულთაგან სამი ნაცემია და ამის შესახებ მათ ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდეს.

"დაკავებულები არანაირ ბრალს არ აღიარებენ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. მთავარი რაც არის, მე შევხდი ოთხ დაკავებულს, აქედან სამი არის ნაცემი პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს. ისინი დაექვემდებარენ არასათანადო მოპყრობას, ისინი სცემეს, მათგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ თითქოს მათ ნამდვილად ჩაიდინეს ის ქმედება, რომელსაც მას ედავებიან,“- განაცხადა ადვოკატმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics