17:43 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 16:52:43, 658 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუა და რაისა ატამბაევა იუსტიციის სახლს ესტუმრნენ

საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტისფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და  ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველი ლედი რაისაატამბაევა დღეს იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.

თბილისის იუსტიციის სახლი ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ ვაჟთან კადირ ატამბაევთანერთად დაათვალიერა.

სტუმრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველი ლედი  დოკუმენტების მიღების გამარტივებული პროცედურებითდაინტერესდა.

შეხვედრის დასასრულს ყირგიზეთის რესპუბლიკის პირველ ლედის და მის ვაჟს სიმბოლური პასპორტებიგადასცეს.

დღესვე ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საქრთველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს დასაქართველოს არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერეს.

ღონისძიებების შემდეგ მაკა ჩიჩუამ სტუმრებს მეგობრულ ლანჩზე უმასპინძლა, რომელსაც საქართველოსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი და მისი მეუღლეც დაესწრნენ.

დასასრულს ყირგიზეთის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას გულითადი მასპინძლობისათვის და  მას და პრეზიდენტის ქალიშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics