|
2016-10-13 15:44:04, 546 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ქართულ დელეგაციას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობის ფარგლებში მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც კომიტეტმა ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა. სხდომის მსვლელობისას ევროპელმა კოლეგებმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ბორის სილევიჩმა, რომელიც ევროსაპჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელია საქართველოზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში და ის ყო გამორჩეულად მშვიდი ყველა იმ საპარლამენტო არჩევნებიდან , რომელიც მანამდე ჩატარებულა ქვეყანაში -რაც სათანადოდ აღნიშნულია ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებში. მონიტორინგის კომიტეტის წევრმა სტეფან შენახმა(ავსტრია) აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ასევე ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრირების მაღალ ხარისხს, რაშიც მისი თქმით განსაკუთრებული როლი მიუძღვით კომისიის ქალ წევრებს, რაც ასევე წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მუშაობას 15 ოქტომბერს დაასრულებს.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)