|
2016-10-11 22:34:52, 863 ნახვა
საზოგადოება
სსსტც „დელტა“ პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო
სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებული პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში ახორციელებს პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პროფესიული სტანდარტის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება/განახლების პროცესი, რათა განათლების სექტორმა უკეთ შეძლოს კვალიფიკაციებისადმი შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნის ასახვა. სსიპ სახელწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტანდარტების და პროგრამების შემუშავების პროცესებში. კერძოდ, 2015 წელს მონაწილეობდნენ პროფესიული სტანდარტების "ლითონის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი" და "ლითონის თერმული და ქიმიურ-თერმული დამუშავების სპეციალისტის" შემუშავება-ვალიდაციაში. 2016 წლის 6 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა , რომელიც შეეხებოდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული პროფესიული სტანდარტების და პროგრამების განხილვა/შედარებას (მშენებლობის, მრეწველობისა და იჟინერიის მიმართულებით) და სსიპ სახელწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტასთვის" საინტერესო პროფესიებთან/საქმიანობებთან (მჩარხავი, ხარატი, ზეინკალი, მღარავი, მხეხავი, შემდუღებელი, ). 2016 წლის 23 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა შეხვედრა "მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის"' პროფესიული სტანდარტის და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ინიცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიცირებები განხილულ იყო ინჟინერიის დარგობრივ საბჭოზე 2016 წლის 29 მარტს, სადაც მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება ახალი პროფესიული სტანდარტის შემუშავებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ამჟამად (ოქტომბრის თვეში) სამხედრო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე მიმდინარეობს "მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის" და „მჩარხავის“ პროფესიული სტანდარტების პროექტების შემუშავება DACUM-მეთოდოლოგიით, ინიციატორების, დარგის და განათლების ფასილიტატორების, დამსაქმებელთა, დარგის სპეციალისტთა და დასაქმებულთა ჩართულობით.
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)