16:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 15:17:19, 756 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და ალექსანდრე ჯეჯელავამ აგრარული დარგის მიმართულებით განათლების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, აგრარულ სფეროში პროფესიული, უმაღლესი და სამეცნიერო მიმართულებით არსებული საკადრო და დარგობრივი კვლევითი საჭიროებების საკითხები განიხილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს შემუშავებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ფუნდამენტური ცვლილებები როგორც სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე სამეცნიერო მიმართულებებით.

მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია განისაზღვროს პრიორიტეტები, რაც შექმნის შესაძლებლობას, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხელშეწყობა სწორად იმ კონკრეტულ სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებზე იქნას მიმართული, რომელთა რეალური დეფიციტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც არსებობს.

„სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის შესაბამისი განათლების როლი ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენ ზუსტად უნდა გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან ერთად განვავითაროთ. უნდა განვსაზღვროთ ის პროფესიები, რომლებზეც უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მათი საჭიროების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, სოფლის მეურნეოება ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და, შესაბამისად,  მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორიენტირებული იყოს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით დარგში არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა, რომელიც დღემდე ძალიან პროდუქტიული იყო, კიდევ უფრო მჭიდრო  და ინტენსიური გახდეს. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს საგანმანათლებლო ნაწილში. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სფეროს პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი და  ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics