13:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 21:37:42, 699 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა არეშიძე ეგზიტპოლების შედეგებზე: რეალობა სადღაც შუაშია

 „რუსთავი2“ ეგზიტპოლებს არ ვენდობი, რეალობასთან უფრო „იმედის“ ეგზიტპოლებია, მაგრამ   მიმაჩნია, რომ რეალობა სადღაც შუაშია“,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ”პატრიოტთა ალიანსის” თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ეგზიტპოლების შედეგებს.

მისივე შეფასებით,  ეგზიტპოლებით რეალური ციფრი ვერ დაიდება, რადგან რაიონებში ეგზიტპოლები არ მუშაობენ.

„მე პირადად მთელი დღის განმავლობაში ქვემო ქართლში ვიყავი და არსად შემიმჩნევია, რომ ეგზიტპოლებს რომელიმე უბანზე ემუშავათ. ამომრჩეველი გაცილებით მეტი მივიდა წლევანდელ არჩევნებზე, მარამ „ოცნებამაც“ და ,,ნაციონალებმაც" მოისყიდეს სანაცვლოდ. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გამაჩნია“,-განაცხადა მამუკა არშიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავი2-ის დაკვეთით ჩატარებული GFK-ის ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

კერძოდ, GFK-ს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 39.9%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 32.74%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 5.78%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4.21%;  „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ - 3.25%. "თავისუფალი დემოკრატები" - 3.21%; "დემოკრატიული მოძრაობა 2.81%; სხვა პარტიები - 8.12%

TNS OPINION-ის ეგზიტპოლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 53,8%-მა დუჭირა; „ნაციონალურ მოძრაობას“ -  19,5%-მა; „პატრიოტთა ალიანსს“ -  5%-მა; „თავისუფალ დემოკრატებს“ -  4%-მა.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, „რესპუბლიკურ პარტიას“  2,7%-მა; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ -  2,7%; „ლეიბორისტული პარტია“ -  3,1%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,3%; „ეროვნული ფორუმი“ – 0,8%; „გოგით თოდაძე - მრეწველები“ – 0,6%; სხვა პარტიები 5,5%.

ცნობისთვის,  ტელეკომპანიებმა  -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS"   არჩევნების დღეს ეგზიტპოლები  ერთობლივად ჩაატარეს. მათ ეგზიტპოლის ჩასატარებლად  საქართველოში სწორედ კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს.

აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics