13:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:58:06, 672 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გამარჯვებულია

 „დღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის 1 ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი გამარჯვება არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო ძალიან საამაყო ქვეყანაა.

 „ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ნათელი და საამაყო მომავალი. დღეს საქართველომ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას კიდევ ერთხელ პასუხი, არის თუ არა ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება; და რა თქმა უნდა ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მნიშვნელოვანი უპირატესობით. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ოფიციალურ მონაცემებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მაგრამ

ყველა წინასწარი მონაცემით „ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული. ყველას სახელით მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ გამარჯვებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics