13:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:33:55, 789 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: თქვენ აირჩიეთ გენიალური „კამანდა“

თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური კამანდა, - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ხალხს არაფერი არ წაუგიათ და მათ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს. 

"გილოცავთ, მართლა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და დღევანდელი ჩვენი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება და გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. 5 წლის წინათ დავიწყეთ ჩვენ და გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში. მე  არ მინდა გრძელი სიტყვა ვთქვა, შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო და თუ პატრიარქის სიტყვებს გავიხსნებთ, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით და ჩვენმა გუნდმა დაიწყო აქტიურობა, ჩვენს საზოგადოებასთან და ჩვენს ხალხთან ერთად", - აღნიშნა მან.

ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიული ღირებულებებით და ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნებთანაა კონკურენციაში.

"დღეს, საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ადამიანის უფლებებით და ადამიანისთვის უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი პრობლემა ეკონომიკაა, გარწმუნებთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისათვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, ნაცვლად იმ გაუგებარი ხელისუფლებისა, ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. გყავთ კვირიკაშვილი , ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა, თქვენ დღეს გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა, თქვენ გყავთ გენიალური ლიდერი, რომელიც არათუ პატიოსნებაზე, ზნეობაზე დებს პრეტენზიას და აქვს ამის ყველანაირი საფუძველი. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ჩვენს საზოგადოებას, მათ განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემს აზრს იზიარებს და ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი ამ არჩევნებში და ისინი არ შემცდარან. შეგახსენებ, რომ არაფერი არ წაგიგიათ. ნამდვილად ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგყავთ და ეს იყო თქვენი არჩევანი, თქვენ გააკეთეთ დღეს ძალან ღირსეული არჩევანი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს და ვუსურვო წარმატებები, თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით, გენიალური კამანდა, ვისაც ხედავთ თქვენ და გარწმუნებთ რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მართულებით განვითარდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

GFK კვლევა
TNS OPINION-ის კვლევა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics