13:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:45:40, 922 ნახვა

პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: არ დავინახოთ, რომ ესეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ, გადაყვება ეს ხელისუფლება ამას

ვეუბნები ხელისუფლებას, არ დავინახოთ, რომ ესეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ, გადაყვება ეს ხელისუფლება ამას, - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ეგზიტპოლის პირველად შედეგებს.

თარხან-მოურავი ეგზიტპოლებს სიყალბეს უწოდებს და აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ბევრად მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ვიდრე ეს პირველად შედეგებშია ასახული.

„ეს არ არის პირველადი შედეგები, ეს არის ეგზიტპოლის შედეგები. 7 ათასი კაცი, ჩვენი პარტიის აქტივი, სპეციალურად იყო ინსტრუქტირებული, გვაინტერესებდა ვინმე ეგზიტოპლთან დაკავშირებით მათ რამეს თუ შეეკითხებოდათ. არც ერთს, ე.წ. ეგზიტპოლის მკვლევარებმა ერთი კითხვაც კი არ დაუსვეს. მე ვამბობ, რომ ეს ეგზიტპოლები არის სიყალბე, ამას სულ ვამბობდი. ცუდი ის კი არაა, რომ ამას „რუსთავი 2“ აკეთებეს, შეჩვეული ვართ, ხელისუფლება რომ აკეთებს, ეს არის ცუდი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გონიერება საერთოდ არ აქვს და ეხლა რაღაც ტესტია, ჩვენ რას გავაკეთებთ, შევეგუებით თუ არა. მე ვეუბნები ხელისუფლებას, ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქროთ. თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს.ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი, მიუღებელი ტყუილი. სრულიად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ გვქონდეს 5%, 20%-ის მარტო ხელშეკრულებები წარმოვადგინეთ სამი დღის წინ. ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორც შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ქონდეს 32%. ვეუბნები ხელისუფლებას, არ დავინახოთ, რომ ესეთი შედეგები გამოაქვეყნოს ცესკომ, გადაყვება ეს ხელისუფლება ამას“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, თუ საბოლოო შედეგები მათთვის მიუღებელი იქნება, „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს გამართავს.

 „აქციებიც იქნება, საკნებიც და კიდევ ბევრი რამე. ვეუბნები ხელისუფლებას, რომ გონიერება გამოიჩინოს“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics