|
2016-10-08 19:58:08, 569 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მარნეულში პროვოკაცია მოაწყვეს
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა 48-ე უბანთან, მარნეულის საარჩევნო ოლქში მოაწყვეს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებლმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან. „მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით და მეთოდებით საარჩევნო უბნის ჩაშლა. კერძოდ, მათი მიზანი იყო, როგორც ჩანს ყუთის გატაცება. ჩვენ მოვუწოდეთ თავიდანვე ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არცერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალადობრივ მოქმედებებში ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და ასევე, მოვუწოდეთ მათ შორის ღია ეთერიდან, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად, სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში“ ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს არის ტრადიციული მეთოდი „ნაციონალური მოძრაობის“ გვახსოვს ჩვენ არაერთი აქტი წინა არჩევნებიდან, ისინი მათ შორის ქვებს ისროდნენ. გამოირჩეოდნენ ისინი აგრესიულობით სამართალდამცავი ორგანოების, პოლიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც ასევე ქვა ესროლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. აქვე დამატებით აღვნიშნავთ შემდეგს, რომ სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის ეთერში გავრცელდა სიცრუე, მორიგი სიყალბე. კერძოდ, თქვა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ ვისი აქტივისტები დაესხნენ თავს საარჩევნო უბანს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველაფერი იყო ნათელი. ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც თავს დაესხნენ უბანს და სამწუხაროა, რომ „რუსთავი2“ კიდევ ერთხელ ავლენს იმას, რომ ისინი არიან სიცრუის აგიტატორები ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, „იმედის“ ჟურნალისტს გაუტეხეს კამერა ნაც. მოძრაობის აქტივისტებმა და ეს არცერთხელ არ იყო ხსენებული „რუსთავი2“-ის სიუჟეტებში. აქედან ძალიან კარგად ჩანს ის, თუ როგორი კოლეგიალობა იციან „რუსთავი2“-ის ე.წ. ჟურნალისტებმა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)