2016-10-08 18:42:45, 894 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის შენობის ფანჯრებია ჩამტვრეული
ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, მარნეულის 48-ე უბანთან არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც საარჩევნო უბანს ქვები დაუშინეს:
„ისინი ცდილობენ, საარჩევნო უბანში შესვლას.ამ ეტაპზე ჩამტვრეულია საარჩევნო უბანში, რომელიც სკოლის შენობაშია განთავსებული, ფანჯრები. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა პოლიცია იცავს უბნის მიმდებარე ტერიტორიას“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ და დასძინა, რომ უბნიდან ყუთი არ გაუტანიათ და მას საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იცავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან