2016-10-08 18:40:11, 625 ნახვა
პოლიტიკა
საია-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სენაკის მე-10 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.
მისივე განცხადებით, სხვადასხვა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო არაიდენტიფიცირებული პირების თავმოყრა შეინიშნება. ისინი, სავარაუდოდ, არიან სხვადასხვა პარტიის კოორდინატორები და აქტივისტები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან