15:34 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 13:06:27, 986 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა დაიწყო!

6 ოქტომბერს, „მოყვარულთა თასის“ ფარგლებში „თბილისის ლიგამ“  აიღო სტარტი. თბილისის ლიგა უმაღლესი და პირველი ლიგისგან შედგება და პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები 15 -16 ოქტომბერს დაიწყება.

ტურნირის გახსნის ცერემონია საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართა, რომელიც ცეკვის ჯგუფი „Swaggers“ -ის შოუთი დაიწყო. გოგონებმა ენერგიული და შთამბეჭდავი შოუ წარუდგინეს მაყურებლებს.

მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ და  ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გეგა ზურაბაშვილმა მიმართეს. მათ ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სამოყვარულო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს.

მატჩში ერთმანეთს „თბილისის ლიგის“ წინა გათამაშების გამარჯვებული „ვაზის უბანი“ და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კვარტალი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ მაღალ ტემპში ჩაიარა და კვარტლელების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი  ნახევარი 1-1 დამთავრდა. ანგარიში „კვარტალის“ თავმდამსხმელმა ალექსანდრე კაიდარაშვილმა საჯარიმო დარტყმიდან გახსნა, თუმცა „ვაზის უბანმა“ მალევე ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თეიმურაზ ექიზაშვილის გოლით გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ისევ „კვარტალი“ გავიდა წინ ალექსანდრე სულაშვილის შესანიშნავი შორეული დარტყმით. გაშვებული გოლის შემდეგ „ვაზის უბანი“ გააქტიურდა და მალევე გაათანაბრა კიდეც თორნიკე ტურავას გოლით.

დარჩენილ დროში სათამაშო უპირატესობა ისევ „კვარტალის“ მხარეს გადავიდა და აისახა კიდეც გატანილ გოლებში. ლუკა თავზარაშვილმა ისევ შორეული გასროლით გაიყვანა გუნდი წინ, ბოლოსკენ კი ალექსანდრე კაიდარაშვილმა სამამდე გაზარდა გუნდის უპირატესობა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე კაიდარაშვილი დასახელდა.

„თბილისის ლიგის“ მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics