|
2016-10-07 18:51:59, 782 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ბექა გონაშვილთან და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეემა მეცხვარეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეცხვარეობის დარგი ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ იყო მიტოვებული და შესაბამისად, პრობლემაც უამრავი დაგროვდა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს. „სამინისტრო მეცხვარეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის: მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი; დარგის განვითარების მიზნით, აშენდა და გაიხსნა ბიოუსაფრთხოების პუნქტები მარნეულსა და რუსთავში, სადაც ხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველფოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. სულ ქვეყნის მასშტაბით 8 ასეთი პუნქტის აშენებაა დაგეგმილი; მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელდა 35 ათასი სული ცხვრის ექსპორტი არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ყატარში. ცხვრის ექსპორტის სეზონი დაწყებულია. ბოლო მონაცემებით, საექსპორტოდ განკუთვნილი ათასობით ცხვარი ამ დროისთვის საკარანტინო ზონაშია განთავსებული; ევროკავშირთან მიღწეულია შესაბამისი შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის გატანა ევროკავშირის ქვეყნებში.“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრმა მეცხვარეების პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად და დარგის გასაჯანსაღებლად. "შეხვედრაზე განხილული პრობლემური საკითხების მოგვარება, სამწუხაროდ, სცილდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს. არის საკითხები, რომლებიც კომპლექსურად, რამდენიმე უწყების ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს. მეცხვარეებსაც ესმით, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ შეძლებს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ მედიატორის როლი მეცხვარეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რათა მოხდეს ყველა პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მეცხვარეობის დარგის განვითარების მიზნით ჩამოყალიბდა კომისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და მეცხვარეთა ასოციაციის შემადგენლობით, რომელიც დარგში არსებული გამოწვევების მოგვარების საკითხებზე იმუშავებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მერნეობის მინისტრის მოადგილეები: გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)