|
2016-10-07 15:15:48, 608 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ კაპანაძეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
უკრაინაში ჰეტმან პიოტრ საჰაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო საბჭოს საზეიმო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტ პაველ ტკაჩუკმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. უწყების ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაზე ქართველ გენერალს დიპლომი, სამახსოვრო მედალი და მანტია გადაეცა. გენერალური შტაბის უფროსმა საპატიო წოდება უკრაინის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო. საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აკადემიის რექტორმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერამ და სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობამ განაპირობა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისთვის საპატიო წოდების მინიჭება. „ჩემთვის დიდი პატივია ამ წოდების მიღება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. 1997-1999 წლებში უკრაინის ეროვნულ აკადემიაში ვსწავლობდი. სამხედრო საქმეში სწორედ აქ მივიღე საუკეთესო ცოდნა და განათლება. უკრაინას, უკრაინელ ძმებსა და თანამებრძოლებს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ვიცით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სამეცნიერო საბჭოს მოწვევით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უახლოეს მოამავალში უკრაინელი სამხედროებისთვის ლექციას წაიკითხავს. უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიაში სტუმრობისას, ქართველმა გენერალმა სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ კურსდამთავრებულთა ხსოვნას. (NS)
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)