|
2016-10-06 15:15:02, 708 ნახვა
საზოგადოება
GFK განმარტავს, რატომ იყო დიდი განსხვავება 2012 წლის არჩევნებზე მათი კვლევის შედეგებსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის
„რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ს წარმომადგენლებმა დღეს პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას განუმარტეს, თუ რა მეთოდოლოგიით ატარებენ ისინი ეგზიტპოლებს. პრეზენტაციას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორიც ესწრებოდა. მან კომპანიის ვიცეპრეზიდენტს, ვადიმ ვოლოსის სთხოვა განემარტა, რა გახდა 2012 წელს ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგსა და მათი ეგზიტპოლის შედეგებს შორის დიდი სხვაობის მიზეზი. ვიცეპრეზიდენტის თქმით, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც პასუხზე უარი განაცხადეს, გამოკითხულთა სრულ რაოდენობაში შეიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ახლა ვინც გამოკითხვაზე უარს ამბობს, ცალკე ითვლება: „ეგზიტპოლში 2 გზა არსებობს ანგარიშგების, 1-ლი, ხალხი, რომელიც არ პასუხობს კითხვაზე, ზოგი თვლის უარყოფით პასუხად, ზოგი პოზიტიურად. ეს ხალხი არ უნდა შეყავდეთ რაოდენობაში. ამიტომაც ხდება რაღაც აცდენები. ვინც უარი თქვა პასუხის გაცემაში, შეიტანეს მონაცემებში და ჩემი აზრით, ამიტომ მივიღეთ 2012 წელს ის, რაც მივიღეთ. მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც იყო ასეთი განსხვავებული შედეგი. უარის რაოდენობა ამოვიღეთ გამოკითხულების სრული რაოდენობიდან და მივიღეთ უფრო ზუსტი რაოდენობა. მათ, ვინც უარს გვეუბნებიან, ცალკე ვთვლით, ცალკე მონაცემად ვდებთ. თუ მაღალია ასეთი ადამიანების რაოდენობა, ვცდილობთ, სხვა დამატებითი კითხვები დავსვათ“,-აღნიშნა ვადიმ ვოლოსიმ. შეხვედრაზე იმყოფებოდა შალვა რამიშვილიც, რომლის კითხვაზე-ანუ, 2012 წელს თქვენი მეთოდოლოგია არ იყო სწორი, GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა უპასუხა, რომ მეთოდოლოგია სწორი იყო, უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც პასუხზე უარი თქვეს, უნდა გამოერიცხათ. ვოლოსის განმარტებით, ცდომილების დაშვებული ზღვარი შეიძლება 1% იყოს: „მაგრამ ზუსტად გეტყვით არჩევნების დღეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გვეტყვის უარს გამოკითხვაზე“,-დასძინა ვადიმ ვოლოსიმ. ამასთან, GFK-ს ვიცე პრეზიდენტს კითხეს, თუ ვინ იყო 2012 წლის არჩევნების დროს საველე სამუშაოებისას მათი პარტნიორი. ვადიმ ვოლოსიმ განაცხადა, რომ არ იცის. "გაგიგებთ და გეტყვით, მგონი, ბრიტანელების გუნდი უნდა იყოს. 2013-2014 წლებში, BCG იყო. ეგზიტპოლის დროსაც, ჩვენი პარტნიორი BCG-ა", - განაცხადა ვოლოსიმ. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებზე GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებისგან 21.9%-ით განსხვავდებოდა. მაშინ ამ კომპანიამ კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა. GFK-ს მაშინდელი მონაცემებით, კოალიცია "ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 33%-33% იყო, თუმცა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 54,9%, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 40,4% მიიღო.
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)