14:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 13:27:03, 564 ნახვა

საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩაზე ხეივნის კეთილმოწყობა დასრულებულია

თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი კილომეტრნახევრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა.

დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან ერთად გაეცნო. განახლებულ ხეივანში მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

დავით ნარმანიას განცხადებით, 50 წელზე მეტია ხეივანი არ განახლებულა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კომფორტული და მოსასვენებელი მწვანე სივრცე მოეწყო.

„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ხეივანი ვაჩუქეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, როგორც გამწვანების თვალსაზრისით და დამატებითი მცენარეების შემოტანის, ასევე, ბალახის საფარის დაგების კუთხით.  ხეივანში იქნება უფასო ინტერნეტი, დაირგო ყვავილები და ამით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

1961 წელს გაშენებულ  ხეივანს, წელს, პირველად ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და  დედაქალაქს კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი შეემატა. რეკონსტრუქციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სარწყავი სისტემა, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ბორდიურები, დამონტაჟდა განათების 108 ბოძი და ლამპიონი, დაიდგა სკამები და ურნები, დაიგო 10 000 კვ.მ მწვანე გაზონი. ხეივნის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და დეკორატიული ბუჩქებით გამწვანდა. დაირგო სამი სახეობის ტუიას, ოლეანდრას და ფორციზიას ბუჩქოვანი მცენარეები, მოეწყო საყვავილე თარგები. 

კომპანია „სილქნეტი“ ხეივნის სტუმრებისთვის უფასო ინტერნეტს უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics