13:01 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 18:44:51, 777 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. დღეს სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან, ქ.ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვა.

სპორტული კომპლექსი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას რეგიონში. სპორტის სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი.

დღესვე, მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი" გაუძღვება. სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics