|
2016-10-04 15:15:14, 912 ნახვა
საზოგადოება
პირი, რომელმაც ჩანაწერები გაავრცელა, ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის თათბირებს ფარულად იწერდა
ინტერნეტში მორიგი აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თათბირებია ასახული. ჩანაწერების გავრცელებამდე, ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. უცნობი მამაკაცი, რომელიც კადრში ზურგით ზის, საუბრობს, რომ იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თამშრომელია, მიხეილ სააკაშვილის თათბირების აუდიოჩანაწერები კი, რომელიც თავად გაავრცელა, ნიკა გვარამიას გაკეთებული იყო. "მე გიჩვენებთ, თუ როგორ იწერდა მიხეილ სააკაშვილთან თათბირებს გვარამია, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო. ეს არის უზნეო ადამიანი, რომელიც ყველა საშუალებით იწერს ყველა შინაარსს. მე ამას იმიტომ ვაკეთებ და ვასაჯაროვებ, რომ ჩვენ გავხდით ბინძური თამაშის წევრები და ბრმა იარაღები. ჩვენ გვიყენებენ თავისი ბინძური გეგმების განსახორციელებლად. ამ ფაილების მოსმენის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნიკა გვარამია თავისი მიზნების მისაღწევად სისხლისღვრასაც არ მოერიდება. ის ნებისმიერ ჩვენგანს გაწირავს",- ნათქვამია ვიდეოჩანაწერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)