|
2016-10-03 17:36:07, 864 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ვეტერან მორაგბეთა მატჩში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე (ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი) ვეტერან მორაგბეთა მატჩი გაიმართება, რომელიც 2002 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების თარიღს ეძვნება. 2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 17:13 დაამარცხა და ისტორიული გმარჯვება და 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. ვეტერან მორაგბეთა მატჩში კი, 4 ოქტომბერს, მონაწილეობას სხვა ვეტერან მორაგბეებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც მიიღებს, რომელიც ყოფილი მორაგბე და ეროვნული ნაკრების ექიმი იყო. მატჩში ასევე მონაწილეობას ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე და 2002 წელს ნაკრების კაპიტანი ლევან ცაბაძე მიიღებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)