|
2016-10-03 16:55:38, 746 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გიორგი ბირბიჩაძემ და თეიმურაზ ჩოჩუამ ნუცუბიძის I მ/რ-ის მე-9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა სკვერის სრული განახლება, სავალი ბილიკები ქვაფენილით მოპირკეთდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფანჩატურებს, საქანელებს, სკამებს. გარდა ამისა, სკევრში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ მოიხატა კედლები და შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ შეასრულა. „ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის I მ/რ-ის მოსახლეობას კიდევ ერთი ლამაზი სკვერი აჩუქა. აქ კაპიტალურად შეკეთდა და გარემონტდა წლების განმავლობაში დაზიანებული ინვენტარი, აღდგა და შეკეთდა შადრევანი, გარდა ამისა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების დიდი ძალისხმევის შედეგად, მოიხატა და გალამაზდა კედლები“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბირბიჩაძემ. „პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. ადგილობრივი მოსახლეობაც გვეხმარებოდა . ყველას ძალიან მოსწონს ფერები, მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მოხატულმა კედლებმა ეს ტერიტორია გაახალისეს“, - აღნიშნა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა თაკო ასიტაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)