|
2016-10-03 15:26:24, 643 ნახვა
საზოგადოება
”112”-ის საინფორმაციო კამპანიაში აშშ-ს და საფრანგეთის საელჩოები ჩაერთნენ
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მაიკლ მაკმეინი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალძუკი ესტუმრნენ. შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათი ვიზიტის მიზანი, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, „112“-ის ინიციატივით დაწყებული კამპანიის განხორციელება იყო, რომელიც არარეზიდენტებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. „112“-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტურისტების 76%-მა არ იცის, გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „112“-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა. პროექტი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კამპანიის საბოლოო შედეგის მიღწევაში. აშშ-სა და საფრანგეთის საელჩოების გარდა, „112“-ის პროექტში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აქტიურად ჩაერთვებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)