|
2016-10-03 13:25:38, 706 ნახვა
საზოგადოება
ივანიშვილი: „ქართულ ოცნებაზე“ ვერავინ იტყვის, რომ დადის და ფულს არიგებს, ცუდია, თუ ჩოჩელი ამ მეთოდებს იყენებს
გაზეთ „ახალგორის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ვრცელდება ხმები, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი მცხეთაში, ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, ფულს არიგებს, ასევე აშინებენ მოსახლეობას, რომ თუ ჩოჩელს ხმას არ მისცემენ, მის საწარმოებში აღარ ამუშავებენ. როგორც ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში განაცადა, აღნიშნულის თაობაზე მისთვის უცნობია და სამწუხაროა, თუ ჩოჩელი წინასაარჩევნოდ მსგავს მეთოდებს იყენებს. „ეს ინფორმაცია მე არ ვიცოდი, თქვენგან მოწოდებული ინფორმაცია, ჟურნალისტი ბრძანდებით, ყურადსაღებია. ძალიან ცუდია, თუ ასეთი რამ ხდება. ამ მეთოდზე ჩვენ უარი ვთქვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდი გახლდათ ეს. ვერავინ იტყვის დღეს „ქართულ ოცნებაზე“, რომ დადის და ფულს არიგებს, მიდის მოსყიდვა, ან ძალადობა.თუ ნახეთ თქვენ გოგონები სცემეს, ჯერ ბოლომდე გამოკვლეული არ არის, მაგრამ ეს „ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და სულ არ გამიკვირდება.ისევე როგორც კორცხელი, მათი დადგმული სცენარი იყო, ტყუილად არ იპოვეს ხელკეტები მათივე მანქანაში. იქაც ისევ თვითონ ძალადობდნენ. საკუთარი თავის საცემადაც კიარიან მზად, ოღონდაც აჩვენონ, რომ ეს ხელისუფლება არის მსგავსი წინა ხელისუფლების. ძალიან ცუდია, თუ ჩოჩელი ამ მეთოდებს იყენებს. ამის შესახებ არ ვიცოდი“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მანვე „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძის პიროვნებაზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, ხუნდაძე პატიოსანი ადამიანია და გაუხარდება, თუ მცხეთელები მხარს მას დაუჭერენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)