|
2016-10-02 14:58:49, 760 ნახვა
საზოგადოება
ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თემურ ტუღუშმა ფიცი დადეს
საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა ახალმა მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თემურ ტუღუშმა საზეიმოდ ფიცი დადეს. საზეიმო ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ესწრებიან. ცნობისთვის, იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე და ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის ვადით არიან არჩეულები. მოსამართლედ 2 კანდიდატი პრეზიდენტმა, ერთიც კი უზენაესმა სასამართლომ წარადგინა. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის ერთი ვაკანტური ადგილია, რომელსაც არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი შეარჩევს და წარადგენს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)