|
2016-10-02 14:48:58, 789 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა სკოლასა და განათლების სისტემას
„ჩვენი უმთავრესი მიმართულებაა, სკოლასა და განათლების სისტემას პოლიტიკა რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პედაგოგებთან დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მომავალ საქმიანობაში მათი აზრი გაითვალისწინონ. „ვინაიდან, სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი უმთავრესი მიმართულებაა, სკოლასა და განათლების სისტემას რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა. იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე არ მეშინია ამის თქმის, რადგან ჩვენი სიძლიერე ამაში უნდა იყოს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ფოკუსირება განათლების ხარისხზე გავაკეთოთ. დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მოვისმინო თქვენი მოსაზრებები და გავითვალისწინოთ ის ჩვენს მომავალ საქმიანობაში“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერისა და განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)