|
2016-10-02 10:37:06, 699 ნახვა
საზოგადოება
ვანსა და ხონში 2017 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივებს მიწის უფასო რეგისტრაციის შესახებ ესაუბრა და მათ ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დარეგისტრირებისთვის არის აუცილებელი. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თეა წულუკიანმა ის ადგილი დაათვალიერა სადაც საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება: „ იუსტიციის მინისტრმა დღეს თავად ამცნო მოსახლეობას, რომ ვანსა და ხონში საზოგადოებრივი ცენტის მშენებლობა იგეგმება, სადაც მათ საშუალება ექნებათ სამასზე მეტი სერვისის მომსახურება მიიღონ.მოსახლეობისთის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა მესაკუთრეებმა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ",-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)