|
2016-10-01 19:17:38, 656 ნახვა
საზოგადოება
მმკ-მ სვეტიცხოველთან რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია გამართა
სვეტიცხოვლის ტაძართან, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" მრევლთან ერთად, რომის პაპის სვეტიცხოველში შესვლას აპროტესტებდა. ტაძრის შესასვლელისგან მათ, პოლიციის კორდონი ყოფდა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. მმკ საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებდა. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპი ერეტიკოსია. რამდენიმე საათის წინ მათ განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ყველაფერს იზამენ, რათა პაპი ტაძარში არ შეუშვან. "დღეს 5 საათზე, ყველანი სვეტიცხოველთან. ყველანი, როგორც ერთნი, დავდგეთ იქ, რათა ამ პიროვნების, ამ კომედიანტის, რომელსაც რომის პაპი ქვია, ფეხი იქ არ დადგეს. ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ არა ჩხუბით და ომით, არამედ მშვიდობიანად, როგორც ამას ვაკეთებეთ ეს დღეები. თუ ღმერთი დაუშვებს, რომ შევა იქ, ეს ღვთის ნება იქნება და ჩვენი ცოდვების გამო მოხდება, ჩვენი სისუსტის გამო, რომელიც გამოიჩინეს მავანთ. მაგრამ, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღმერთი დაინახავს თქვენს ბრძოლას, თქვენს ღვაწლს და აუცილებლად დაგვიფასებს, რომ ჩვენი იქ ვიყავით და ვაპროტესტებდით პაპის შესვლას ჩვენს წმინდა ტაძარში, რომელსაც სვეტიცხოველი ქვია. ღმერთი აუცილებლად შეგვინდობს, მაგრამ უნდა მივიდეთ ყველა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი მწვალებლობის საქართველოში“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მამა დავით ისაკაძემ. მას შემდეგ, რაც რომის პაპი ტაძარში შევიდა, აქციის ორგანიზატორებმა მრევლს მისვლისთვის მადლობა გადაუხადეს და დაშლისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, რომ რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა და ხვალ აზერბაიჯანში მიემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)