11:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 17:10:57, 577 ნახვა

საზოგადოება
„სერვისლაბის“ ორგანიზებით, საერთაშორისო სამუშაო სემინარი „I Can / მე შემიძლია“ გაიხსნა

გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის „სერვისლაბის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ საერთაშორისო სამუშაო სემინარი „I Can / მე შემიძლია“ გაიხსნა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ეხმიანება სოციალური სიკეთის სამიტს (Social Good Summit), რომელიც ყოველწლიურად იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად და რომლის წლევანდელი მიზანია, გამოავლინოს ინოვაციური იდეები 2030 წლამდე მსოფლიო მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად.

2016 წელს, სოციალური სიკეთის სამიტს შეუერთდება 190-ზე მეტი ქვეყანა, ხოლო ინოვაციური იდეების სემინარები გაიმართება 150 ქვეყანაში. მათ შორის არის საქართველო, სადაც ჩატარდება სემინარი სახელწოდებით „I Can / მე შემიძლია“.

სემინარზე სამუშაო ჯგუფები იმსჯელებენ ორ პრიორიტეტულ თემაზე: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული ტრანსპორტის დანერგვა და სოციალური სტერეოტიპების შეცვლა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. სემინარს წაიყვანს საერთაშორისო ექსპერტი ჯანინ ჰუიზენგა, გაეროს განვითარების პროგრამისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, „სერვისლაბ“-ის დახმარებით.

აღნიშნული სემინარი უსაფრთხო ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების კუთხით ასევე ეხმიანება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2015 წლის 3-4 დეკემბერს ორგანიზებულ კონფერენციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი იყო საგზაო უსაფრთხოების გამოწვევების განხილვა.

სემინარი „I Can / მე შემიძლია“ ორდღიანია და 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. სემინარის დასასრულს, სამუშაო ჯგუფები წარადგენენ ორდღიანი მუშაობის შედეგებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics