|
2016-10-01 16:55:10, 657 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 2017 წლიდან კაიროს ქუჩაზე წყალარინების ახალ ქსელს მოაწყობს
თბილისის მერია 2017 წლიდან კაიროს ქუჩაზე წყალარინების ახალ ქსელს მოაწყობს. პროექტის შესახებ ინფორმაცია კაიროს ქუჩის მოსახლეობას დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ მიაწოდეს. პროექტი ოთხ ეტაპიანია. ჯამში 12 კმ-იანი ქსელი მოეწყობა. განახლებული წყალარინების სისტემა 14 000 აბონენტს მოემსახურება. პროექტის განხორციელებაში კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3.780.000 -ლარამდე დაიხარჯება. პროექტი 2017 წელს დასრულდება.
„წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამგორის რაიონის მასშტაბურ განახლებას. პროექტის ფარგლებში, იმ უბნებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა გამართული ინფრასტრუქტურა, მოეწყობა წყალარინების ახალი სისტემა, დაიგება გზის ახალი საფარი. სამგორის რაიონის ამ საკმაოდ დიდ უბნებში შეიქმნება ისეთი გარემო, რომელიც მოვა სრულ შესაბამისობაში დედაქალაქის ურბანულ მოწყობასთან. შესაბამისად, სამგორის რაიონის განახლებული უბნები ბიზნეს სექტორისთვისაც საინტერესო გახდება. აღსანიშნავია კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ როლი პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)