|
2016-10-01 11:47:04, 690 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი: ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ და შეუძლიათ უფროსებს ბევრი რამ ასწავლონ
ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ, ამიტომაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სტადიონზე განაცხადა, სადაც წმინდა წირვა აღასრულა. როგორც კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, ღმერთის ნუგეშის მისაღებად პირობა არსებობს, რომელსაც მისივე სიტყვა შეგვახსენებს - „ღმერთის ნუგეშის მისაღებად უნდა დავმდაბლდეთ, უნდა გავხდეთ ბავშვივით მცირენი”. ”ღმერთი ბრძნული აზრებითა და განსწავლულობით კი არა, მორჩილი და მიმნდობი გულის სიმცირით შეიცნობა. უზენაესის წინაშე დიდ ადამიანად ვერც მიწიერი პატივი და დიდება გვაქცევს და ქონება და წარმატება, არამედ წარმოცარიელება საკუთარი თავისა. სწორედ ბავშვია ის, ვისაც გასაცემი არაფერი აქვს, მისაღები კი ყველაფერი. ვინც ბავშვივით თავს იმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)