|
2016-10-01 11:29:13, 573 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი: მოგმართავთ ყველას, არ უნდა დავღონდეთ იმ პრობლემების მიუხედავად, რაც გარს გვახვევია
საქართველოში უამრავი ქალია - ბებია და დედა, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვის აღსრულებისას განაცხადა. როგორც პაპმა აღნიშნა, ღმერთი არის ნუგეში და ეს ნუგეში ჩვენს გულებში კარის გაღებით უნდა დავთესოთ. „თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია ქალს. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა - „ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს“. ღმერთი გვიცნობს და ვუყვარვართ, როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მე თქვენ. ღმერთი გვიმშრალებს ცრემლებს და გულისხმიერია ჩვენს მიმართ. რაოდენ ბოროტების ჩამდენი არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ“, - განაცხადა რომის პაპმა. ფრანცისკე პირველის თქმით, ნუგეში არის ის, რაც დღეს ყველა გვჭირდება. „ღმერთი, რომელიც ჩვენშია, სწორედ ამ ნუგეშის წყაროა. თუ გვსურს, რომ უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ და უფალი კარიდან შემოვა. თუ კარი დაკეტილია, უფალი ჩვენში ვერ შემოდის, ვვარდებით პესიმიზმში და ვშფოთავთ. მოგმართავთ ყველას, არ უნდა დავღონდეთ იმ პრობლემების მიუხედავად, რაც გარს გვახვევია. ღმერთის ნუგეშის მისაღებად უნდა დავმდაბლდეთ, უნდა გავხდეთ ბავშვივით მცირენი. ვინც თავს დაიმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. ცნობისთვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპის წმიდა წირვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლიდერი, მთავრობის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა საეკლესიო კონფესიების წარმომადგენლები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)