|
2016-10-01 10:21:42, 634 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი ფრანცისკე წმიდა წირვას ატარებს
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი ფრანცისკე წმიდა წირვას ატარებს. სტადიონზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა საეკლესიო კონფესიების წარმომადგენლები იმყოფებიან. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, წირვის ტრანსილირებას რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება განახორციელებს. პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს. ცნობისთვის, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს უკვე შეხვდა. პაპის ვიზიტი ხვალ დასრულდება. ის საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე საქართველოს გუშინ ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)