|
2016-09-30 13:42:19, 694 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილე: პედაგოგები აქტივისტებმა მიიწვიეს და არა განათლების სამინისტრომ
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციას განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გამოეხმაურა. ის "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს შეხვდა. როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 24 სექტემბრის შეხვედრა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული არ ყოფილა: "თუ ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორები, ისინი ნამდვილად იყვნენ მიწვეული აქტივისტების მიერ და არა სამინისტროს, ან რომელიმე სტრუქტურის მიერ. რაც შეეხება მინისტრის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესს, ის გახლავთ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მას შეუძლია ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს. დამერწმუნეთ, მინისტრისგან არანაირი მოწოდებები არ გაკეთებულა. მან ძალიან კარგად იცის კანონი და უფლებები. რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსის" თხოვნას, ის კონკრეტულად ეხებოდა ჩართული პირების სიის გადაცემას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, იგივე საკითხზე მუშაობს ცესკო და როცა ეს დოკუმენტები მზად გვექნება, ის საჯარო იქნება",-განაცხადა ლია გიგაურმა. განათლების სამინისტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განაცხადებით, "ქართული ოცნების" მინისტრები და მათ შორის განათლების მინისტრი, წინასაარჩევნოდ საკაშვილისა და შევარდნაძის ნაცად მეთოდებს იყენებს. კერძოდ, მათივე განმარტებით, განათლების მინისტრი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დაყვება, რომელშიც სხვებთან ერთად, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)