|
2016-09-30 11:43:45, 954 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპს თბილისში „საპროტესტო დგომით“ დახვდებიან
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს, აეროპორტიდან მომავალ გზაზე „საპროტესტო დგომით“ დახვდებიან. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორების განცხადებაშია აღნიშნული: „ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი ჩამოდის თავისი მწვალებლური, ცრუ სწავლების, ე.წ. პაპიზმის საქადაგებლად, პაპიზმის გასაძლიერებლად საქართველოში, პროზელიტური მიზნით, რაც პირველ რიგში, ჩვენი განმანათლებლების, მოციქულების ანდრეა პირველწოდებულის, მატათასა და სიმონ კანანელის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს წმინდა სახელებსა და ღვაწლს შეურაცხყოფს, მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და როგორც ამას საქართველოს ისტორია უტყუარად მოწმობს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის დიდი განსაცდელების მომტანი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რომის პაპი თბილისს დღეს ეწვევა. 2 ოქტომბერს კი, საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)