09:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:50:04, 547 ნახვა

საზოგადოება
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ერთობლივი განცხადება გაკეთდა

2016 წლის 29 სექტემბერს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 33-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, გაერო-ს 46 სახელმწიფოს სახელით გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.
 
როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განცხადება ეყრდნობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2016 წლის 13 სექტემბრის განცხადებას და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების შესვლაზე სისტემატური უარის დაფიქსირების გამო.
 
განცხადება ხაზს უსვამს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშების მომზადების აუცილებლობას, ასევე უმაღლესი კომისრის ოფისის, სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მეტი ჩართულობის საჭიროებას და მოუწოდებს საერთაშორისო აქტორების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ.
 
აღნიშნულ განცხადებაში  გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics